განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებისთვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს - ჟურნალის დადასტურების ბოლო ვადა არის 2022 წლის 11 იანვარი.
„როდესაც მასწავლებლები დარწმუნდებიან, რომ ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემები ყველა მოსწავლის ჭრილში ზუსტია, მათ უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დადასტურება.
გაცნობებთ, რომ ჟურნალის დადასტურების ბოლო ვადა არის 2022 წლის 11 იანვარი.
აქვე გაცნობებთ, თუ მასწავლებელი აღნიშნულ რიცხვამდე არ უზრუნველყოფს ჟურნალში ინფორმაციის დროულ ასახვასა და მის დადასტურებას, ჟურნალი ავტომატურად დადასტურდება 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათზე“, - აღნიშნულია სისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.