პროექტი „თავისუფალი გაკვეთილები სკოლაში“ ღულელების საჯარო სკოლაში აქტიურად ხორციელდება
20-02-2018
პროექტი „თავისუფალი გაკვეთილები სკოლაში“ ღულელების საჯარო სკოლაში აქტიურად ხორციელდება. მისი განხორციელება 2017 წლის მარტიდან დაიწყო და მას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნინო ფხალაძე ხელმძღვანელობდა.

პროექტში  Vll-Vlll  კლასის 17 მოსწავლე ჩაერთო.  გაკვეთილები წიგნების მიმართულებით ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ რევაზ ინანიშვილის საბავშო ლიტერატურას და დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობები.

პედაგოგის თქმით, თითოეული გაკვეთილი საინტერესო იყო, შინაარსიანი და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული, სადაც მოსწავლეები კითხვის სხვადასხვა სტრატეგიებს იყენებდნენ, აკეთებდნენ ჩანახატებს, ილუსტრაციებს, წერდნენ მოსაზრებებს და მინი-ესეებს. 

პარალელურად მომზადდა ალბომი,სადაც დაწვრილებით აისახა  გაწეული მუშაობა. შეიქმნა სცენარი და დაიდგეა მინი სპექტაკლი ,,ონავრენბი".  ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება, მოეწყო გამოფენა და გაკეთდა ჩანაწერები  შთაბეჭდილებათა წიგნში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203