„საოცრება“ - რუსთავის N16 საჯარო სკოლაში პალაციოს ფილმის ჩვენება იმართება
20-02-2018
„საოცრება“ - 15 თებერვლიდან, მთელი კვირის განმავლობაში რუსთავის N16 საჯარო სკოლაში რაქელ ჯ. პალაციოს ფილმის ჩვენება დაიწყო. ავგუსტ პულმანის გულისამაჩუყებელი ისტორიის ეკრანიზაციას მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ერთად შეუდგნენ და აღნიშნული პერიოდი ფილმის განხილვასა და მსჯელობას დაეთმო.
სკოლის ადმინისტრაციის თქმით, მსგავსი შინაარსის ფილმის ყურება მოსწავლეებში შეგნების ამაღლებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამ მიზნით წიგნის კლუბში უკვე კითხულობენ ამ სახელწოდების ნაწარმოებსაც. იხილეთ ფოტოები