ვის გაუგრძელდება სწავლის დაფინანსება მეორე სემსტრიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში? - სამინისტროს პასუხი
30-12-2021

სტუდენტები, რომელთაც უმაღლესი განათლების ბაკალავრის საფეხურზე სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლა უფინანსდებათ, აღნიშნულ შეღავათს მეორე სემესტრშიც მიიღებენ.

ინფორმაცია Etaloni.ge-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მას შემდეგ გადაამოწმა, რაც ზოგიერთმა სტუდენტმა, რომლებიც სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებით სარგებლობენ, მოგვწერა, რომ სამინისტრომ სწავლის საფასური არ დაუფინანსათ.

„ის სტუდნტები, რომლებიც აკმაყოფილებენ სოციალური პროგრამით მოსარგებლე პირთა კრიტერიუმებს, ისევე დაფინანსდებიან მეორე სემსეტრშიც, როგორც აქამდე“, - განაცხადს განათლების სამინისტროში.

2021 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტთა კატეგორიები:

  1. სტუდენტები, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში;
  2. სტუდენტები, რომლებიც ბოლო ორი წელი სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლებისა დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
  3. სტუდენტები, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  4. სტუდენტები, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წლის განმავლობაში სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  5. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები.
  6. სტუდენტები, რომლებთაც მოპოვებული აქვთ რეპარტიანტის სტატუსი.
  7. სტუდენტებს, რომლებიც არიან ობოლი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება);
  8. სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის შვილები (4 ან მეტი შვილი);
  9. სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად /მნიშვნელოვნად/ზომიერად  გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
  10. სტუდენტები, რომლებიც არიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;
  11. სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე;
  12. სტუდენტები, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
  13. სტუდენტები, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203