უქმდება თუ არა მე-12 კლასი? - განათლების სამინისტროს სპეციალური განმარტება
28-12-2021

განათლების სამინისტრო მშობლების აქტუალურ კითხვებს პასუხობს და მათ შორის ერთ-ერთია - უქმდება თუ არა მე-12 კლასი? ექსპერტი განმარტავს, რომ XII კლასი არ უქმდება!

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია საშუალო საფეხურზე (X-XII კლასში) სწავლა-სწავლების მნიშვნელოვნად გაძლიერება, საიმისოდ, რათა მოსწავლეებმა:

· გააკეთონ გააზრებული არჩევანი;

· უკეთ მოემზადონ უმაღლესი სასწავლებლისთვის;

· განივითარონ კომპეტენციები, რომლებიც ცხოვრების გზაზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

განსაკუთრებული ყურადღების საგანი ხდება სასკოლო ცხოვრების ყველა მიმართულება - სასწავლო რესურსები, სწავლების მეთოდები, შეფასება, სავალდებულო საგნები, არჩევითი საგნები და სხვა. ყოველივე ეს შეეხება როგორც მეათე, ისე მეთერთმეტედამეთორმეტე კლასებს. გამომდინარე აქედან, ნამდვილად გაუგებარია საიდან და რატომ ჩნდება ასეთი მოსაზრებები/ჭორები XII კლასთან დაკავშირებით.

მხედველობაშია მისაღები კიდევ ერთი გარემოება. საქართველო ბოლონიის პროცესის ნაწილია, რომელიც უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ბოლონიის პროცესში მიღწეული შეთანხმების მიხედვით საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში მოსწავლეების დაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა 12 წლიანი სასკოლო განათლება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მე-12 კლასის გაუქმების საკითხი არ განიხილება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203