როდის აესახებათ პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსი
29-12-2021

პრაქტიკოსების ნაწილი, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლაში უფროსის სტატუსით განაგრძობს მუშაობას. ეს ცვლილება დაახლოებით 700 პედაგოგს შეეხება და შესაბამისად ისინი ახლა მოლოდინის რეჟიმში არიან, როდის აესახებათ შესაბამისი სტატუსი ბაზაში.

ამ საკითხის გასარკვევად Etaloni.ge ჯერ „ემისს“ და შემდეგ მასწავლებლის სახლს დაუკავშირდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გვიპასუხეს, რომ ელოდებიან მასწავლებლის სახლის მიმართვას და როგორც კი მონაცემებს მიაწვდიან, რამდენიმე დღეში ყოფილ პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსი ბაზაში აესახებათ.

„მასწავლებლის სახლში“ კი განმარტეს, რომ ჯერ შესაბამისი ბრძანებაც კი არ არსებობს, შესაბამისად არ აქვთ ინფორმაცია, როდის მიიღებენ ეს პედაგოგები უფროსის სტატუსს.

არადა, ახალი წელს კარსაა მომდგარი და პროცედურულად, თუ პედაგოგების სტატუსის ცვლილება 10 იანვრამდე ვერ მოესწრება, შესაძლოა ისინი იანვარში სტატუსის დანამატის გარეშეც დარჩნენ; მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1-დან 10 იანვრამდე მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმე დღეებია გამოცხადებული, საეჭვოა, დარჩენილ 3 სამუშაო დღეში ყველა ბიუროკრატიული ნიუანსი ისე მოგვარდეს, პედაგოგებმა ხელფასთან ერთად, იანვარში სტატუსის დანამატის მიღებაც შეძლონ.


იხილეთ: განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსი მიანიჭა და სკოლაში დატოვა - ცვლილება სქემაში

განათლების მინისტრის გადაწყვეტილება 700-მდე პრაქტიკოს მასწავლებელს შეეხება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203