ახალგაზრდა დელეგატები ციხისძირის საჯარო სკოლიდან „ევროპარლამენტის მოდელირება 2017“ -ში წარმატებით წარსდგნენ
20-02-2018
აკადემიური ცენტრის ორგანიზებით ბათუმში „ევროპარლამენტის მოდელირება 2017“ ჩატარდა. ყველაზე მასშტაბური პროექტი სასტუმრო „ინტურისტში“ გაიმართა და მასში სხვა მონაწილეებთან ერთად ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ციხისძირის წარმატებული მოსწავლეები პროექტში სხვადასხვა მიმართულების დელეგატებად იყვნენ წარმოდგენილი: გიორგი დუმბაძე - ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში,  მარიამ დიმიტრაძე - ქალთა უფლებების დაცვის კომიტეტში, დიანა დიასამიძე და დიანა ცივაძეკი -  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.  

მონაწილეები კომიტეტების მიხედვით გადანაწილდნენ და ევროპარლამენტის მოდელირებისთვის თემებზე მუშაობდნენ. სულ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 15-დან 25 წლამდე ასაკის 250 ახალგაზრდა იღებდა პროექტში მონაწილეობას. 

დელეგატები ორენოვანი სერტიფიკათებითა და ასლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. გამარჯვებული კომიტეტის მონაწილეები გაემგზავრებიან ბაქოში. 
 
ციხისძირის საჯარო სკოლიდან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან დიანა დიასამიძე და დიანა ცივაძე გაემგზავრებიან ბაქოში. ციხისძირის სკოლა ულოცავს მათ და შემდგომში უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203