„პირველკლასელთა აკადემია“ ავტორმა გურიასა და იმერეთში წარადგინა
29-12-2021
„პირველკლასელთა აკადემიამ“ გამოცემისთანავე უამრავი პატარა მეგობარი შეიძინა. ესაა უნიკალური წიგნი+ რვეული, რომელიც „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა და მომავალ პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებს.

სახალისო, შემეცნებითი აქტივობებით დატვირთულმა სახელმძღვანელომ, მხოლოდ პატარების კი არა, უფროსების გულიც მალევე მოინადირა - ყველა მშობელს სურს მისი შვილი უმნიშვნელოვანეს ეტაპს, რასაც სასკოლო ცხოვრება ჰქვია, მომზადებული შეხვდეს და აქ საუბარი მხოლოდ წერა-კითხვაზე არ არის; მნიშნელოვანია, ბავშვებმა შეიძინონ ის აუცილებელი უნარები, რომელიც მათ სწავლას არა მხოლოდ გაუადვილებს, არამედ შეაყვარებს კიდეც.

გოჩა ტყეშელაშვილმა არაერთი მუნიციპალიტეტი მოიარა, რათა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის პირადად აეხსნა „პირველკლასელთა აკადემიის“ დანიშნულება და მნიშვნელობა.

მნიშვნელოვანია, რომ განათლება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა გურიის გუბერნატორთან, გიორგი ურუშაძესთან შეხვედრისას - ეს გახლდათ „პირველკლასელთა აკადემიის“ პრეზენტაცია და სამომავლო თანამშრომლობისა თუ თანამოაზრეობის მყარი საფუძველი. 

ამას მოჰყვა ვიზიტი ტყიბულში და შეხვედრა მერთან - დავით ჩერქეზიშვილთან, სადაც მერი „პირველკლსელთა აკადემიას“ პირადად გაეცნო და სამომავლო თანამშრომლობის ნიუანსების განხილვაც შედგა...

მთავარი კი ისაა, რომ ძალიან მალე, „პირველკლასელთა აკადემია“ მომავალ პირველკლასელებთან დაიდებს ბინას, მოამზადებს სასკოლო ცხოვრებისთვის და ამაყად შეუძღვება ცოდნის ტაძარში. 

ეს სახელმძღვანელო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ეტალონი“, გოჩა ტყეშელაშვილის თაოსნობით, არასოდეს უხვევს დასახული მიზნიდან, რასაც მომავალი თაობების განათლების სამსახურში ყოფნა ჰქვია და არცაა გასაკვირი - ესაა ერთგულება, რომელიც უძლებს წლებს!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203