სენაკის N1 საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ნახევარფინალისტია
20-02-2018
სენაკის N1 საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ნახევარფინალისტია. მიღებული წოდებისთვის სკოლას სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა. 

სასკოლო კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია-2018“ ნახევარფინალური ტური, 2018 წლის18 თებერვალს ქ.ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაიმართა.

სკოლის „ეკოსპიკერი“ , მე-11 კლასის მოსწავლე ზურაბ გაბელაია იყო, კონკურსის ორგანიზატორი კი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

სენაკის N1 საჯარო სკოლა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან ერთად მადლობას უხდის ორგანიზატორებს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203