კიდევ ერთი, პანდემიური წელი დასასრულს მიუახლოვდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაერთ გამოწვევასა და დაბრკოლებას წარმატებით გაუმკლავდა etaloni.ge, რაშიც განსაკუთრებული წვლილი ჩვენს თანამოაზრე სკოლებს, ერთგულ მეგობრებსა და მკითხველებს მიუძღვით.2021 წელი 35,5 მილიონზე მეტი მკითხველით, 25 ათასამდე აქტუალური სტატიითა და 1500-ზე მეტი სკოლის თანამოაზრეობით დავასრულეთ. ერთგულება უძლებს წლებს! - ეს „ეტალონის“ 2022 წლის დევიზია, და დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ მომავალ წელსაც ჩვენი თანამოაზრეების ერთგულები დავრჩებით. კვლავაც პირველები შემოგთავაზებთ საგანმანათლებლო სიახლეებს და გულით მოვისმენთ ყველა თქვენს მოსაზრებას, პრობლემასა თუ ინიციატივას. როგორც ყოველთვის, მომავალშიც თქვენს გვერდით დავდგებით.
Etaloni.ge 2021 წელსაც ტრადიციულად ყველაზე ოპერატიულად გთავაზობდათ თქვენთვის აქტუალურ თემებს. მათგან მხოლოდ მცირედს შეგახსენებთ - სწორედ ჩვენგან შეიტყვეთ პირველად, რომ მასწავლებელთა ხელფასები დაპირებული 150 ლარის მაგივრად 100 ლარით გაიზრდებოდა; მასწავლებელთა სქემაში ცვლილებები შევიდოდა; განათლების 10 წლიან სამოქმედო გეგმის შესახებაც ჩვენ მოგაწოდეთ დეტალური ინფორმაცია თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ გეგმა პარლამენტს ჯერ ისევ არ აქვს დამტკიცებული; საბავშვო ბაღების რეგულაციების ცვლილებებიც პირველებმა სწორედ ჩვენ ვახარეთ მშობლებს. ასევე პირველებმა მოგაწოდეთ ინფორმაცია ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღის ცვლილებაზე... ყველა ექსკლუზივის ჩამოწერით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა გეტყვით, რომ მომავალ წელს კვლავაც ვეცდებით, ყველა სიახლე პირველებმა სწორედ თქვენ, ეტალონის ერთგულმა მკითხველებმა ჩვენგან გაიგოთ.
2021 წელს კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს და სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება ტექნოლოგიების და ინფორმაციის გავრცელების ონლაინ პლატფორმების მნიშვნელობა.
Etaloni.ge კვლავ უცვლელ, N1 და ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო ჰაბად რჩება, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს პატარა თუ დიდი, სოფლის თუ ქალაქის, საჯარო თუ კერძო სკოლების ყოველდღიურ საქმიანობას, აქტივობებს, წარმატებებს - რითაც არაერთი მოსწავლის, მასწავლებლის, დირექტორის, მთლიანად სასკოლო საზოგადოებისა თუ ოჯახების მამოტივირებელ და სიამაყის მომტან უკვე ტრადიციად ქცეულ პლატფორმად რჩება. გვეამაყება თითოეული ჩვენი თანამოაზრე სკოლა და მათი თავდაუზოგავი ყოველდღიური შრომა სკოლის სახელის ღირსეული წარმოჩენისათვის ! ჩვენი სარედაქციო გუნდი 2022 წელსაც კვლავ პოზიტივზე, პატარ-პატარა თუ დიდი წარმატებების საქვეყნო წარმოჩენასა და სასკოლო საზოგადოების ყოველდღიური აქტივობების გაშუქებაზე იქნება ორიენტირებული.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული არაერთი რეგულაციისა და შეზღუდვის მიუხედავად „ეტალონმა“ არც წელს უღალატა მოსწავლეებს და წარმატებით ჩაატარა 2021 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი. მართალია, ღონისძიებები დისტანციურად, ელექტრონულ ფორმატში ინოვაციური ტექნოლოგიური სიახლეებით იმართებოდა, თუმცა გულწრფელობისთვის უნდა ვთქვათ, რომ „ეტალონის“ მთელ შემოქმედებით გუნდს აკლდა ჩემპიონატში მონაწილეებთან პირდაპირი ურთიერთობა, მათი ემოციების პირისპირ ხილვა და გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის გაზიარება, მაგრამ იმედს გამოვთქვამთ, რომ ერთმანეთს მალე შევხვდებით...
2021 წელს კიდევ უფრო მასშტაბური და გააზრებული გახდა მოსწავლეებში
izrune.ge, რომლის ონლაინ-ტესტირების მაღალტექნოლოგიური პორტალი, ონლაინ–სწავლების ორ დიდ ძირითად პრობლემას წყვეტს: ესაა მოსწავლეთა მოტივაცია და შეფასებები განვითარებისთვის. 2021 წელსაც
izrune.ge-ს მიზანი უცვლელია: ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება! თამამად ვიტყვით -
izrune.ge-მ მოსწავლეები დისტანციური სწავლებისთვის მოამზადა, თავისი სიტყვა თქვა არაფორმალური განათლების მხრივ და მომავალ წლებშიც მუდმივად იზრუნებს პატარა იზრუნელების განვითარებაზე.
ჩვენი თქვენდამი - ჩვენი მკითხველების, თანამოაზრე სკოლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისადმი ერთგულება ნამდვილად არაერთ წელს გაუძლებს. მომავალ წელსაც ყურადღებით მოგისმენთ, და მოგაწვდით ყველა სიახლეს. თქვენთან ერთად ვიზრუნებთ მომავალი თაობების განათლების ხელშეწყობასა და მათთვის უკეთესი მომავალის შექმნაზე.
დიახ, ერთგულება უძლებს წლებს!