რა განათლება და სამუშაო გამოცდილება აქვს, განათლების კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს - გიორგი ამილახვარს
30-12-2021

პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ამილახვარი 86 ხმით აირჩიეს.

გიორგი ამილახვარს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. ამილახვარი სპეციალობით სამართალმცოდნეა, მან 2006 წელს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობა დაამთავრა.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას: 

  • 2018 - 2019-  საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

  • 2010 - 2020- თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში;

  • 2008 - 2010 - ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი;

  • 2007 - 2008 - სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი.

კომიტეტს შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203