საქართველოში 2 იანვარს ბედობა აღინიშნება. ის, შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დღესასწაულია, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი განსაკუთრებულად აღნიშნავს. მათ სჯერათ, რომ როგორც ამ დღეს შეხვდებიან, მთელ წელს ისე გაატარებენ. ამიტომაც ადამიანები ცდილობენ, რომ 2 იანვარს კარგი განწყობა შეინარჩუნონ, დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარონ და სასიამოვნო მოგონებები დააგროვონ.
ადამიანებისთვის, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ახალგაზრდების განათლებასა და რეალიზებაზე ზრუნავენ, საახალწლო პერიოდი დატვირთული და მნიშვნელოვანია. ისინი, ერთი მხრივ, ახალი წლისთვის უნდა მოემზადონ და მეორე მხრივ, გასული სემესტრის საქმეები დაასრულონ.
შედეგად, მათთვის განტვირთვის რამდენიმე დღე თუ საათი ძალიან მნიშვნელოვანია. ბედობას კი სასურველია, რომ სიმშვიდე, სიხარული და ბედნიერება დაიბედონ. ამისთვის, საკმარისია დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარონ, გაიხსენონ თავიანთი ცხოვრების სასიამოვნო მნიშვნელოვანი ეტაპები და დრო საკუთარ თავს დაუთმონ.
ყოველივე ამასთან ერთად კი, არ დაივიწყონ მოსწავლეები, მათთან კონტაქტი საუკეთესო რამაა, რისი დაბედებაც საკუთარ საქმეზე შეყვარებულ პედაგოგებს შეუძლიათ.