ციხისძირის საჯარო სკოლის პროექტმა დაფინანსება მოიპოვა
20-02-2018
ციხისძირის საჯარო სკოლამ „გაეროს ასამბლეა საქართველოში 2017“ ში მონაწილეობა შედეგიანად მიიღო. მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისათვის „გაეროს ასამბლეა საქართველოში 2017“ ბათუმში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მასშტაბურ პროექტში დელეგატის სტატუსით ციხისძირის საჯარო სკოლიდან დაწყებითი კლასების პედაგოგი, დალი თურმანიძე და მეათე კლასის მოსწავლეები, ვაჟა ხინიკაძე და გიორგი დუმბაძე წარსდგნენ. 

შედეგად, პროექტი წარმატებული აღმოჩნდა როგორც სკოლისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის, რადგან საგრანტო- სარეზოლუციო პროექტი თემაზე „ახალი თაობა - სოფლის ეკოლოგიის სამსახურში“ გამარჯვებულთა შორის მოხვდა და დაფინანსებაც მოიპოვა. 

სკოლა ულოცავს წარმატებულ ნაბიჯებს მასწავლებელსა და აქტიურ მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203