საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების წესში ცვლილება შევიდა. 2022 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სტატუსის მქონე პედაგოგებს 100 ლარი ემატებათ. ბრძანებას ხელი განათლების მინისტმა მიხეილ ჩხენკელმა მოაწერა.
იხილეთ ბრძანება სრულად
სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:
ა) უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 670 ლარით;
ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1050 ლარით;
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1350 ლარით.