სპეციალური მასწავლებლები იანვრიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებენ
26-01-2022

სპეციალური მასწავლებლები იანვრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. 2022 წლის 1-ელი იანვრიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ახალი ბრძანება ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, მასწავლებლებს სტატუსის დანამატი გაეზარდათ.

სპეციალური მასწავლებლები, სხვა მასწავლებლების მსგავსად, სქემაში არიან ჩართულები, შესაბამისად, სტატუსების დანამატების ზრდა მათაც ეხებათ. ცვლილების მიხედვით, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

  • უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 670 ლარით;
  • წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1050 ლარით.

მოგეხსენებათ, სპეციალური მასწავლებლის ხელფასი მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ანგარიშდება. კანონში შესული ცვლილების თანახმად, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

  • ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 470 ლარს;
  • ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარს;
  • სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 570 ლარს;
  • ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 620 ლარს;
  • ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 670 ლარს.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

  • ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 650 ლარს;
  • ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარს;
  • სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარს;
  • ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 950 ლარს;
  • ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 1050 ლარს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203