დისტანციური თუ დასწრებითი - სწავლის ფორმატი 103 066-მა მოსწავლემ შეცვალა
03-01-2022
2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სწავლის ფორმატი 103 066-მა მოსწავლემ შეცვალა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ გაავრცელა.
„ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, 2020-2021სასწავლო წლის მეორე სემესტრში შესაბამის ქალაქებსა და 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა მოსწავლეები დაერეგისტრირებინათ დისტანციურ სწავლებაზე.
რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება ხორციელდება კვირაში ერთხელ, დარეგისტრირებული მოსწავლეები არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში ერთვებიან ონლაინ ჯგუფებში. 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრში აღნიშნული მომსახურებით ისარგებლა ჯამში 47423 მოსწავლემ, ხოლო 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში 103 066-მა მოსწავლემ“, - აღნიშნულია სისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.