განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელი ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შესაბამისად აღნიშნული სიპის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია.
როგორც Etaloni.ge-მ გაარკვია, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მოვალეობას ილია ღუდუშაურის მოადგილე, გიორგი შალუტაშვილი შეასრულებს.
„დიახ, ილია ღუდუშაური ნამდვილად დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ, თუმცა მისი შემცვლელის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება ცნობილი არ არის, ხელმძღვანელის დანიშვნამდე მოვალეობას სავარაუდოდ ილია ღუდუშაურის მოადგილე გიორგი შალუტაშვილი შეასრულებს“, - განაცხადეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ ახალ 2022 წელს ეს განათლების სამინიტროში პირველი საკადრო ცვლილება იქნება.