ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა - დეეტალები  
04-01-2022
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება 31 დეკემბერს შევიდა. ცვლილების მიხედვით, ალტერნატიური სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული საკითხებს რამდენიმე თავი დაემატა. 

ალტერანატიური სასწავლო გეგმა 

ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება ხდება მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, თუ შეუძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი საგნის სწავლება.

ალტერნატიული სასწავლო გეგმა გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის  არის  დოკუმენტი, რომელიც მოიცავს და აღწერს ზოგადი  განათლების დაწყებითი საფეხურისათვის საგნების საგანმანათლებლო სტანდარტს, სწავლების რეკომენდაციებს, მიღწევების, ფუნქციური  უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებებს. 

ალტერნატიული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეული საგანი ისწავლება მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით და  მოსწავლეს ფუნქციურ და აკადემიურ ცოდნას აძლევს. ალტერნატიული სასწავლო გეგმა განკუთვნილია მძიმე გონებრივი განვითარების და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის როგორც სპეციალიზებულ, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში და ასევე შინ სწავლებისას. ალტერნატიული სასწავლო გეგმის   ფუნდამენტური პრინციპია – შედეგზე ორიენტირება მრავალფეროვანი, მოსწავლეზე ფოკუსირებული სწავლების ფორმებისა და სტრატეგიების გამოყენებით. გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეების სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე ხელმძღვანელობს ალტერნატიული სასწავლო გეგმით.

ალტერნატიული სასწავლო გეგმა ზოგადი და სპეციალიზებული განათლების სფეროში მოღვაწე ყველა სუბიექტს ავალდებულებს უზრუნველყოს მძიმე გონებრივი განვითარების და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლების მაღალი სტანდარტი, რომლის ფუნდამენტური პრინციპი (ეროვნული სასწავლო გეგმის მსგავსად) – სასწავლო შედეგებზე ორიენტირებაა.

ალტერნატიული სასწავლო გეგმის  განხორციელებაზე პასუხისმგებელია: სპეციალიზირებულ სკოლაში საგნის მასწავლებელი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საგნის მასწავლებელი სპეციალურ მასწავლებელთან ერთად, შინ სწავლებისას – ყველა ის მასწავლებელი, რომელიც შინ სწავლების პროგრამას ახორციელებს. მძიმე და მრავლობითი გონებრივი დარღვევების და აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის ალტერნატიულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება XXIX, XXX, XXXI და XXXII თავებით. 

ალტერანატიური სასწავლო გეგმა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203