ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში ბულინგის თემაზე გაკვეთილი ჩატარდა
21-02-2018
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ინგა ბელქანიამ ჩაატარა გაკვეთილი თემაზე „ ბულინგი“. 

პრობლემა განხილული იყო ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებთა ჭრილში. კერძოდ, ნ.ლორთქიფანიძის „ საბა“,  გ. გეგეშიძის „ შურისძიება“. მოსწავლეებმა გამოკვეთეს ამ ნაწარმოებში პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები და დასახეს გადაჭრის გზებიც. 

მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშავეს და შედეგად სამივე ჯგუფი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძალადობის პრევენცია მხოლოდ წიგნიერების ამაღლებაა მოზარდებში. მასწავლებლის დახმარებით მოიშველიეს ზიგმუნდ ფროიდისა თუ ნიშცეს ციტატები, რომლებიც იმავე აზრს ავითარებენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203