ხევაშენის საჯარო სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლის ორგანიზებით ვიქტორინა-კონკურსი მოეწყო
21-02-2018
ვიქტორინა-კონკურსი „რა? სად? როდის?“ ხევაშენის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის, იზა გორგოძის ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მეხუთე-მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. 

ინტელექტუალური თამაში ორ ეტეაპად განხორციელდა და მასში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ოთხი გუნდი შეეჯიბრა ერთმანეთს. თამაშში ყველა აქტიურად იყო ჩართული, რისთვისაც თითოეულს დირექტორმა, ცისანა ობოლაძემ სიგელები გადასცა. გამაარჯვებული გუნდის წევრები კი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203