მუხურის საჯარო სკოლის საწრეო სამუშაოებში IX-XI კლასის მოსწავლეები არიან ჩართულები
21-02-2018
მუხურის თემის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წრე აქტიურად ფუნქციონირებს. წრემ ფუნქციონირება 2017-2018 სასწავლო წლის ოქტომბრის თვიდან დაიწყო და მას შემდეგ საწრეო სამუშაოები კეთილგანწყობილ გარემოში მიმდინარეობს. 

წრეში ჩართულები არიან IX-XI კლასის მოსწავლეები. თითოეული მონაწილე ცდილობს გაიღრმავოს ცოდნა და გაეცნონ შემეცნებით ლიტერატურას. ისინი ასევე დისკუსიებში ერთვებიან, აქტიურად მონაწილეობენ ლიტერატურულ ვიქტორინებსა და ინტელექტუალურ თამაშებში. 

საწრეო მუშაობა სამუშაო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული თემის განხილვით კვირაში ერთი დღე ტარდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203