განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დადებითად გადაწყვიტა არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლების საკითხი. 2021 წლის 30 დეკემბერს, საქარველოს პრემიერ-მინისტრმა, ხელი მოაწერა ცვლილებების პროექტს. მათ შორის წარმოდგენილია არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის განსაზღვრული გამონაკლისიც:
არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სექტორებზე დასაქმებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით:
საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული აქვთ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი - ინფორმაციას პედაგოგთა პროფკავშირი ავრცელებს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყველა გადაწყვეტილება ასახულია „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში და ძალაშია.