სამინისტროს შეღავათებით 16 ათასზე მეტმა მასწავლებელმა და 22 ათასამდე მოსწავლემ ისარგებლა
06-01-2022
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით სასკოლო საზოგადოებისთვის დაწესებული შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით ჯამში 37 926 ბენეფიციარმა ისარგებლა.
როგორც ცნობილია, პანდემიის დაწყების შემდგომ დისტანციური სწავლის ხელშეწყობის მიზნით, განათლების სამინისტომ მობილურ ოპერატორებთან ხელშეკრულება გააფორმა და მოსწავეებსა და მასწავლებლებს ინტერნეტის შეღავათიანი პაკეტი შესთავაზა, რომლის მიხედვით, 20GB მობილურ ინტერნეტპაკეტის 10 ლარად შესყიდვა შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ამით პრობლემა ბოლომდე არ გადაჭრილა, ვინაიდან, მაღალმთიან რეგიოენბში ინერნეტის გამოყენება ცუდი კავშირის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო მოსწავლეების ნაწილს შესაბამისი ტექნიკა არ აქვს, ჯამში შეთავაზებით, როგორც აღვნიშნეთ 37 ათასზე მეტმა მასწავლებელმა და მოსწავლემ ისარგებლა.
უფრო კონკრეტულად მომსახურებით საერთო ჯამში ისარგებლა 16063-მა მასწავლებელმა და 21863-მა მოსწავლემ ისარგებლა.