მასწავლებლებს ონლაინ-გაკვეთილების თანხა არასწორად ჩაერიცხათ - ვის უნდა მიმართოთ
12-01-2022

პედაგოგებს, პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ-გაკვეთილების ჩატარება ცალკე უწევთ, რისთვისაც ერთ გაკვეთილში დამატებით 7 ლარი ერიცხებათ. ჯამში „ონლაინების“ ანაზღაურება, სწორედ საათობრივი დატვირთვის მიხედვით ინდივიდუალურად ხდება, თუმცა როგორც გაირკვა, მასწავლებლებს ხელფასი შეცდომით ჩაერიცხათ, ზოგს ჩატარებული საათები დააკლდა, ზოგს კი „ესქულში“ ჰიბრიდული გაკვეთილები საერთოდ გაუქრა.

რა უნდა მოიმოქმედონ მასწავლებლებმა ასეთ შემთხვევაში და ვის უნდა მიმართონ? - ამ კითხვით etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ პედაგოგებმა იმ ონლაინ-გაკვეთილების ანაზღაურება მიიღეს, რომელიც ბაზაში იყო ასახული:

„მასწავლებლებს იმ გაკვეთილების თანხები დაერიცხათ, რომელიც „ესქულის“ ბაზაში იყო ასახული. თუ ფიქრობთ, რომ რაიმე შეცდომაა და არ ეთანხმებით, შეგიძლიათ მოგვმართოთ eflow-ს საშუალებით“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203