განახლდება თუ არა სწავლა 17 იანვარს სკოლებში ? - დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაა
სასკოლო საზოგადოებაში მთავარი კითხვა სწავლის დაწყების დროს უკავშირდება, დაუბრუნდებიან თუ არა მოსწავლეები და მასწავლებლები სკოლებს 17 იანვრიდან? - ამ კითხვით სულ უფრო მეტი მოქალაქე მომართავს etaloni.ge-ს, ამიტომაც გადავწყვიტეთ საკითხი განათლების სამინისტროში დაგვეზუსტებინა.როგორც უწყებაში განგვიცხადეს, სწავლა იმავე ფორმატით გაგრძელდება და მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება არცთუ სტაბილურია, ვირუსი ყოველდღიურად კვლავ 3000-მდე მოქალაქეს
უდასტურდება, ამიტომ ახლა ყველაფერი მთავრობის
გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, მით უმეტეს, ხშირად სამინისტროსგან დამოუკიდებლად საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.