მინისტრმა მასწავლებლებს ინდივიდუალური ბრძანებით სტატუსი აუმაღლა
18-01-2022
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, შესაძლებელია, პედაგოგებს სტატუსი გამოცდისა და სხვა სავალდებულო აქტივობების გარეშე მიენიჭოს. მინისტრს შეუძლია, მასწავლებელს ნებისმიერი საფეხურის სტატუსი მიანიჭოს (უფროსი, წამყვანი, მენტორი). 

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, მინისტრის ბრძანებით სტატუსი განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ს/სპეციალურ მასწავლებლს ენიჭებათ. რამდენ პედაგოგს აუმაღლდა სტატუსი მინისტრის ბრძანებით 2021 წლის განმავლობაში? 

„განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების შემუშავებისა და დამტკიცების მიზნით შექმნილი კომისიის წინადადებების საფუძველზე, 2021 წელს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი მიენიჭა 14 მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203