გაგრძელდება თუ არა არდადეგები სკოლებში? - მთავრობამ შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალოს
11-01-2022

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით რეკომენდაციას არ იძლევა. ყველაფერი ისე იქნება, როგორც დაგეგმილი იყო. თუ ამის საჭიროება დადგა, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სკოლებში სწავლა 17 იანვარს განახლდება, თუმცა ომიკრონის შტამის სწრაფად გავრცელების გამო, შესაძლოა მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალოს.

11 იანვრის სტატისტიკით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობას ახალი შეზღუდვები ჯერჯერობით არ დაუწესებია, თუმცა როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, შესაძლოა, მიმდინარე კვირას რეგულაციები გამკაცრდეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203