უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით არ უმსჯელია. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ყველაფერი ისე განხორციელდება, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი.
მისივე თქმით, თუ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დადგება ამის საჭიროება, უწყებათშორისი საბჭო სასწავლო პროცესთან არსებულ საკითხებს დაუბრუნდება.
„ჯერჯერობით რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით არ იძლევა, ყველაფერი განხორციელდება ისევე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაცია ჯერჯერობით მართვადია.