დაბა წაღვერის საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულმა გენდერულმა კლუბმა კლუბის წევრებისთვის ფილმის ჩვენება–განხილვა გამართა.
ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა რეჯი პალაციოს წიგნის ,,საოცრებას" მიხედვით გადაღებული ფილმი, რის შემდეგაც დისკუსიის ნაწილი დაიწყო. ახალგაზრდებმა შეაფასეს როგორც მშობლები, მთავარი გმირისა და მისი მეგობრების ფსიქოტიპები, ფილმში სკოლის სისტემის მოდელი და ღრმად გაანალიზეს აქტუალური თემის — ბულინგის შემთხვევების სიმძიმე.
იხილეთ ფოტოები