რამდენ დღეს დაისვენებენ სკოლები II სემესტრში? – ვისთვის როდის სრულდება სასწავლო წელი
28-01-2022

2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 17 იანვარს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება ყველასთვის, გარდა I და XII კლასებისა. მე-12 კლასის მოსწავლეები სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ, პირველკლასელები კი - 27 მაისს.

სასწავლო წლის ბოლომდე მოსწავლეთა ნაწილისთვის 4, ნაწილისთვის კი 5 თვეა დარჩენილი. მეორე სემესტრში დასვენების დღეები იმაზე მეტია, ვიდრე პირველ სემესტრში იყო. საერთო ჯამში, სკოლები 17 იანვრიდან სასწავლო წლის დასრულებამდე, შაბათ-კვირის გარდა, კიდევ 12 დღეს დაისვენებენ.

დასვენების დღეებია:

19 იანვარი, 3 მარტი, 8-14 მარტი (საგაზაფხულო არდადეგები),  22-25 აპრილი (სააღდგომო დღეებში - წითელ პარასკევსა და აღდგომის ორშაბათს უქმე დღეებია გამოცხადებული), 9 მაისი, 12 მაისი და 26 მაისი.

რაც შეეხება სასწავლო დღეებს, II სემესტრში I კლასებისთვის - 83 სასწავლო დღეა, XII კლასებისთვის - 79. სხვა კლასების მოსწავლეებისთვის კი - 96.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203