პედაგოგები უნარების გამოცდისთვის თავად უნდა მოემზადონ - მასწავლებლის სახლი განმარტავს
13-01-2022

ორწლიანი ლოდინის შემდეგ უფროს და წამყვან მასწავლებლებს კარიერული წინსვლის საშუალება მიეცათ. ზაფხულში მათთვის პროფესიული უნარების გამოცდა დაიგეგმა.

სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით განცხადებებს, რომლის მიხედვითაც კერძო პირები პედაგოგებს, თანხის სანაცვლოდ, გამოცდისთვის მოსამზადებელ ტრენინგებზე დასწრებას სთავაზობენ. იქიდან გამომდინარე, რომ საგამოცდო ლიტერატურა საკმაოდ ვრცელია, უკვე ბევრმა მასწავლებელმა მიმართა „ინტერნეტში აღმოჩენილ“ ტრენერებს.

პედაგოგების ნაწილს იმედი აქვს, რომ მასწავლებლის სახლი გამოცდის წინ მათ გადაამზადებს. სწორედ ამიტომ, ზოგიერთ მათგანს კერძო პირების მიერ დაანონსებული ტრენინგები მასწავლებლის სახლის ორგანიზებული ეგონა და ჩვალდახუჭული ენდო.

რას აპირებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი? გადამზადდებიან თუ არა პედაგოგები სტატუსის ასამაღლებელი გამოცდის წინ უფასოდ?

როგორც etaloni.ge-ს მასწავლებლის სახლში განუმარტეს, ამ ეტაპზე პედაგოგთა გადამზადებაზე საუბარი არაა და მასწავლებლები გამოცდისთვის რომელიც წელს პირველად ტარდება, თავად უნდა მოემზადონ.

„წამყვანისა და მენტორის სტატუსის მსურველ მასწავლებელთა გადამზადება არ იგეგმება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე ეს არ განიხილება, თუ რაიმე შეიცვლება, ყველა მასწავლებლისთვის გახდება ცნობილი. რაც შეეხება ტრენინგებს, რომლებსაც კერძო პირები ატარებენ, მასწავლებლის სახლი მათთან კავშირში არაა“, - განაცხადეს ცენტრში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203