მაძიებელ მასწავლებლად ყველა ვეღარ დარეგისტრირდება - ჩხენკელმა ბრძანება შეცვალა
12-01-2022

მასწავლებლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს განათლების მინისტრი ელვის სისწრაფით ცვლის. ამჯერად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ცვლილება შევიდა წესში, რომელიც მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციას და მასწავლებლობის პერიოდის გავლის წესს არეგულირებს.

მინისტრის ბრძანებით მუხლიდან  მასწავლებლობის მაძიებლად რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირები  ამოიღეს გარდამავალი დებულებები, კერძოდ 2023 წლამდე მასწავლებლობის მაძიებელი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი პირი, რომელსაც ჰქონდა არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მას არ მოეთხოვებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ეს წესი ვრცელდებოდა ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებზეც.

ამ  წესით გათვალისწინებული პირები ვალდებულნი იყვნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმებამდე ჩაებარებინათ იმ საგნის გამოცდა, რომლის სწავლებაც სურდათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ბრძანებით, რომელიც უკვე ძალაშია ზემოთ აღნიშნული დებულებები გაუქმდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203