მელეს საბაზო საჯარო სკოლის პედაგოგი - „ეტალონის“ მსგავსი ჩემპიონატები ბავშვებში შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის აუცილებელია“
21-02-2018
„მელეს საჯარო სკოლაში ჩატარდა ეროვნული ინტელექტ ჩემპიონატის ეტალონის შესარჩევი ტური. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მელეს საბაზო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა. ასეთი ტიპის ინტელექტუალური თამაშები დიდ როლს ასრულებს ბავშთა შემოქმედებითი განვითარების საქმეში.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებაში. დიდი ხალისითა და ინტერესით კითხულობდნენ წიგნებს. ცდილობდნენ წინასწარ მოეძიათ მათთვის საჭირო იმფორმაცია, ამიტომაც წარმატებით გადალახეს სკოლაში ჩატარებული  პირველი საფეხური და უმრავლესობამ შეძლო რაიონში მეორე ეტაპის გავლა. მართალია ფინალში ვერ მოხვდნენ, მაგრამ მიიღეს უამრავი ინფორმაცია. ისწავლეს კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი აზროვნება და რაც მთავარია, გამარჯვებისთვის ბრძოლა. რაც დაეხმარებათ მომავალში ადვილად შეძლონ დაბრკოლების გადალახვა და საკუთარი შრომისმოყვარეობით მიაღწიონ სასურველ მიზანს.“

ავტორი: უფროსი მასწავლებელი მზიურა მიჟარაძე.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203