გეზათის საჯარო სკოლაში სასწავლო - შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა
19-02-2018
გეზათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასკოლო სასწავლო - შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას საბაზო საფეხურის მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

მოსწავლეებმა თემები შემდეგ საგნებში წარმოადგინეს: ქარულ ენასა და ლიტერატურაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ისტორია-გეოგრაფიაში, ფიზიკაში, უცხოურ ენებში (რუსული, ინგლისური) თარგმანები, სპორტში, მუსიკასა და ხელოვნებაში.

სასწავლო - შემოქმედებითი კონფერენცია სკოლის დირექტორის, ნათელა კიკაბიძის სიტყვით გაიხსნა, რის შემდეგაც  მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებმა: იზოლდა ბოკერიამ, ქეთევან გაბუნიამ, ანი ფირცხალავამ, მარიამ გაბუნიამ, თემურ გოგავამ და შალვა შუბლაძემ თავიანთი ნაშრომები წაიკითხეს. 

განსაკუთრებით მოწონება დაიმსახურა შემდეგმა თემებმა:

1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მეგრულ-იმერულ სოფლებში შეგროვილი ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტები’’ (მომხსენებელი მე-8 კლასის მოსწავლე  - იზოლდა ბოკერია. ხელმძღვანელი  - ქეთევან ვეკუა)

2. ,,სიცოცხლის პატარა ელჩი“ (მომხსენებელი მე-9 კლასის მოსწავლე, ანი ფირცხალავა. ხელმძღვანელი - ირმა ჭანტურია)

3. ,,უტოლობის ამოხსნა ინტერვალთა მეთოდით’’ (მომხსენებელი მე-9 კლასის მოსწავლე - მარიამ გაბუნია. ხელმძღვანელი - იზაბელა გაბუნია)

4. ,,სნოს ციხის ისტორია’’ (მომხსენებელი მე-9 კლასის მოსწავლე - მარიამ გაბუნია,ხელმძღვანელი - მაია ხომერიკი)

5. ,,ხელოვნური თანამგზავრები და მათი დანიშნულება’’ (მომხსენებელი მე-9 კლასის მოსწავლე თემურ გოგავა. ხელმძღვანელი - ნათელა კიკაბიძე)

6. ,,ქართველი ოლიმპიელები’’ (მომხსენებელი ე-9 კლასის მოსწავლე -შალვა შუბლაძე.ხელმძღვანელი- რამინ კორძახია)

7. ,,ეგოისტი გოლიათი’’ თარგმნა ინგლისურიდან ქართულ ენაზე. ( თემის ავტორი მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ გაბუნია. ხელმძღვანელი შორენა შუბლაძე)

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა მოსმენილი თემების ირგვლივ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. ბოლოს კი სკოლა კონფერენციის დამსწრეებს სასიამოვნო ლანჩით გაუმასპინძლდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203