სარეგისტრაციო ველი უკვე გახსნილია - ფორმატის შეცვლა 18:00 საათამდე შეგიძლიათ
13-01-2022

საქართველოში მომატებული კოვიდშემთხვევების მიუხედავად, ჯერჯერობით, სასწავლო პროცესის გადადებასა ან არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესი დასწრებითად, 17 იანვარს აღდგება, თუმცა მოსწავლეებს კვლავ ექნებათ ფორმატის არჩევის საშუალება და როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, 13 იანვარს - ანუ დღეს, 18:00 საათამდე მოსწავლეები შეძლებენ გადაწყვიტონ, სკოლაში ივლიან თუ ონლაინ-რეჟიმში ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აძლევს შესაძლებლობას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. სარეგისტრაციო ველი 13 იანვარს 00:00 საათზე გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის. სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით სარგებლობა შეეძლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203