დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 5326 დადასტურებული შემთხვევაა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მათი ნაწილი უკვე „ომიკრონია“ და ამ ფონზე, საზოგადოებაში გაჩნდა ლოგიკური კითხვა - განახლდება თუ არა სწავლა 17 იანვარს საკლასო ოთახებში?
განათლების სამინისტრო მთავარ კითხვას პასუხობს:
„სასწავლო პროცესი 17 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში გაგრძელდება. პანდემიის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება“.
იხილეთ ასევე:
17 იანვარს ბაღები გაიხსება - 5 რეგულაცია, რომელიც ყველას ეხება
„არ გავუშვათ ბავშვები სკოლაში თუ...“ - თამარ გაბუნიას განმარტება
გაგრძელდება თუ არა არდადეგები სკოლებში? - მთავრობამ შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალოს