მეორე სვირის N1 საჯარო სკოლა ინტელექტ-ჩემპიონატში „ეტალონი“ ჩართვის ისტორიას იხსენებს
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები რამდენიმე წელია აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ეროვნულ ინტელექტუალურ ჩემპიონატში ,,ეტალონი“, რომელიც დაიწყო ჟურნალში ,,რეიტინგი“ კითხვარების შევსებიდან დღემდე.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები რამდენჯერმე მე-3 ეტაპშიც გასულან. მართალია, „ეტალონის“ ღირსეული დროშა ვერ მოვიპოვეთ, რადგან ჩვენი გამარჯვება წამებმა გადაწყვიტა. ძალიან მოგვწონს ეს ჩემპიონატი და 2017-2018 სასწავლო წელსაც აქტიურად ჩავერთეთ ამ მეტად საჭირო, სააზროვნო, გონებრივ, ინტელექტუალურ და საგანმანათლებლო ჩემპიონატში.
მეცადინეობისას ძალიან გვეხმარებოდა წიგნი ,,ეტალონი“, რომელშიც თავმოყრილია ამ შეჯიბრების წლების მანძილზე გამოყენებული კითხვა-პასუხები. მოსწავლეები დიდი მონდომებით და ხალისით შეუდგნენ კითხვა-პასუხების გაცემას. ეტალონში მონაწილეობა მიიღო VIII-XI კლასის მოსწავლეებმა, მათ შორის ყველაზე მაღალი ქულა მიიღო მე-11კლასის მოსწავლე მედეა როყვამ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ნახევარ ფინალში. გვიხარია, რომ ასეთი პოპულარული და დიდი ცოდნის შემძენი ჩემპიონატი საქართველოში დაიბადა და წლების მანძილზე მყარად მოიკიდა ფეხი.
აქვე გვინდა მოგილოცოთ, რომ 2017-2018 სასწავლო წელი გამოცხადდა , საქართველოსა და ლიტვის მეგობრობის წლად, რაც იმის დასაწყისია,რომ საერთაშორისო სარბიელზე წარმატებული ნაბიჯებით წარსდგებით. გისურვებთ ბევრი მეგობარი სახელმწიფოს შეძენას და ,,ეტალონი“-ს დროშის აფრიალებას ბევრ ქვეყანაში.“
ავტორი: პედაგოგი, ნინო წაქაძე
იხილეთ ფოტოები