მეორე სემესტრიდან, რომელიც 17 იანვარს იწყება, ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილი 5 156 მოსწავლის მშობლებმა გამოთქვა. განათების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ონლაინ სწავლებაზე უარი 6 277-მა მოსწავლემ თქვა.
სწავლების ფორმატის მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ ყოველ ხუთსაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში საიტიდან - https://online.emis.ge.
აღსანიშნავია, რომ ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, მათთვის ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.