პრაქტიკული რჩევები მასწავლებლებს - როგორ გავხადოთ გაკვეთილები სახალისო?
29-10-2022
ფსიქოლოგების აზრით, მოსწავლეებში სწავლის მიმართ მოტივაციის ასამაღლებლად აუცილებელია, რომ საგაკვეთილო პროცესი შემეცნებით აქტივობებსაც მოიცავდეს. მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალური ჩართულობისა და კარგი შედეგების მისაღებად სპეციალისტები პედაგოგებს რამდენიმე სახალისო და მარტივ რჩევას სთავაზობენ.

1. გაკვეთილის მიმდინარეობისას გამოიყენეთ შესვენება

ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესში თავიდან ბოლომდე იქნებიან ჩართულები, რადგან მუდმივად სხვისი მოსმენა გონებას საკმაოდ ღლის. თუ თქვენ საგაკვეთილო პროცესში ნახევარ წუთიან შესვენებას მაინც მისცემთ მოსწავლეებს, მაშინ მათ ყურადღებას მაქსიმალურად შეინარჩუნებთ.

2. მიეცით თქვენს მოსწავლეებს არჩევანის საშუალება

როდესაც ბავშვებს აქვთ არჩევანის საშუალება, ისინი ბევრად აქტიურები ხდებიან და მეტი ინტერესი უჩნდებათ. სცადეთ, თქვენს ბავშვებს საშუალება ჰქონდეთ თუ რომელი საშინაო დავალების შესრულება ურჩევიათ. რამოდენიმე ვარიანტის მიცემით, ისინი დავალებებს ბევრად მეტი ხალისით შეასრულებენ.

3. ეცადეთ გაკვეთილებში თამაშებიც ჩართოთ

თამაშები საგაკვეთილო პროცესს ბევრად სახალისოს ხდის. მოსწავლეები განიხილავენ თამაშებს და ასათვისებელ მასალას უფრო კარგად დაიმახსოვრებენ. თამაშებს ბევრი მომზადება, დრო ან ხარჯი არ სჭირდება. შემეცნებითი თამაშების ინტერნეტში ნახვა და შემდეგ, რეალურად გადმოტანა თავისუფლად შეგიძლიათ. შედეგად ნახავთ, რომ მოსწავლეები თქვენს გაკვეთილებს მოუთმენლად დაელოდებიან.

4. ხშირად გამოიყენეთ ჯგუფური დავალებები

ბავშვებს, როდესაც აქვთ ერთად მუშაობის საშუალება ისინი დავალებებსა თუ ახალ მასალებს ბევრად კარგად ითვისებენ. ჯგუფურად მომზადებული დავალებები სპეციალისტების აზრით მათში კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარების სწავლას უწყობს ხელს. ჯგუფური დავალებები მათ ერთფეროვან რუტინას ბევრად სახალისოს გახდის.

5. ნუ შეუზღუდავთ ბავშვებს ფიზიკურ აქტივობას

გაკვეთილზე დიდხანს ჯდომა განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებს არ უყვართ. თუ დაინახავთ, რომ ბავშვები გადაიღალნენ და ერთ ადგილზე გაჩერება უკვე ძალიან უჭირთ შესთავაზეთ რაიმე სახის ფიზიკური აქტივობა.

6. საგაკვეთილო პროცესში პრაქტიკული სწავლება მეტად ჩართეთ

პრაქტიკული სწავლება ყველა ასაკისთვის ერთნაირად დასამახსოვრებელი, საინტერესო და შემეცნებითია. პრაქტიკული სწავლება ყველა საგანში სავსებით შესაძლებელია. მოქმედებაზე ორიენტირებული სწავლებით ბავშვები ახალ მასალას ბევრად უფრო ადვილად აითვისებენ.

7. დაგეგმეთ გასვლები სკოლის გარეთ

რომელთ თქვენგანს არ ახსოვს ექსკურსიები ან ლაშქრობები? გარე აქტივობები თქვენს მოსწავლეებს თქვენთანაც და ერთმანეთთანაც ბევრად დაახლოებს. შემეცნებითი გასვლებით კი მათ ცოდნას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებთ. 

9. აქციეთ თანამედროვე ტექნოლოგიები თქვენი გაკვეთილის ნაწილად

თანამედროვე სამყარო და სწავლება ტექნოლოგიების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ბავშვები კი ნებისმიერ სიახლეს ბევრად მარტივად და სწრაფად ითვისებენ. გამოიყენეთ სხვადასხვა სახის ტექნოლოგიები, რომ სწავლა უფრო სახალისო და ხელმისაწვდომი გახადოთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203