იწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში 17 იანვარს - ეს არის კითხვა, რომელიც მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს... ერთნაირად აწუხებს და სხვათა შორის, არსებობდა მოლოდინი, რომ მომატებული კოვიდშემთხვევების ფონზე, შესაძლოა სწავლა ონლაინ-რეჟიმში აღდგენილიყო.
თუმცა, განათლების მინისტრის ახალმა პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა მკაფიო განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ 17 იანვარს ყველა სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება, მოსწავლეებს კი კვლავ რჩებათ შესაძლებლობა, არჩევანი ონლაინ და დასწრებით სწავლებას შორის გააკეთონ:
„მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ ვიწყებთ სასწავლო პროცესს 17 იანვარს ყველაზე ბუნებრივ გარემოში, სადაც უნდა მიმდინარეობდეს სწავლა - საკლასო ოთახებში. წარმოიდგინეთ, რამხელა სამუშაოები იქნებოდა ჩატარებული იმისთვის, რომ დღეს ეს სიტყვები გვეთქვა. ვაგრძელებთ სწავლას მიუხედავად მძიმე პანდემიური ფონისა. რა საკვირველია მშობლებს ეძლევათ საშუალება, აირჩიონ დისტანციური ფორმატი; და არა მხოლოდ მშობლებს, არის რისკჯგუფი მასწავლებლებისა, რომლებსაც ასევე აქვთ საშუალება, დისტანციური ფორმატით ჩაატარონ გაკვეთილები.
პირველი პრიორიტეტი არის საკლასო ოთახი, მაგრამ ყველა მოქნილობაა იმისთვის, რომ რისკჯგუფების შემთხვევაში დისტანციური სწავლების შესაძლებლობა მივცეთ. აწყობილია სისტემა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის - ვიცით, ვის რა გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
იხილეთ: 5 156-მა მოსწავლემ სკოლაში წასვლაზე უარი განაცხადა - დეტალები
სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო - სწავლა ქვეყნის მასშტაბით, საკლასო ოთახებში განახლდება
„17-ში სწავლას დასწრებითად ვიწყებთ - მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია“ - სკოლის დირექტორები სწავლის განახლების ფორმატთან დაკავშირებით