მივა თუ არა სკოლაში ყველა მასწავლებელი კოვიდტესტით? - მშობლებისთვის საინტერესო კითხვას სამინისტრომ უპასუხა
14-01-2022
ზამთრის არდადეგები დასასრულს მიუახლოვდა, ორშაბათს, 17 იანვარს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, შესაბამისად მშობლებს აინტერესებთ, სწავლის დაწყებასთან ერთად, ყველა პედაგოგს ექნება თუ არა კოვიდტესტი ახალი ჩატარებული. აღნიშნული საკითხის გასარკვევად etaloni.ge განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. 

როგორც უწყების ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, საკითხს სკოლის ადმინისტრაცია აწესრიგებს, რადგან მათ უშუალო კონტაქტი აქვთ ჯანდაცვასთან და რეკომენდაციებსაც უშუალოდ მათგან იღებენ, თუმცა სავარაუდოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ყველა პედაგოგი კოვიდტესტის პასუხის შესაბამისად გამოცხადდება. 

ასე, რომ დახვდებათ თუ არა მოსწავლეებს სკოლებში 100%-ით უსაფრთხო გარემო, როგორც ამას განათლების სამინისტრო აცხადებს, სკოლის ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ covid-19 ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული რეკომენდაციების მიხედვით, მასწავლებლებს, რომლებსაც კოვიდზე აცრა სრულად აქვთ ჩატარებული, პჯრ ტესტი ორ კვირაში ერთხელ უკეთდებათ, ხოლო აუცრელ პედაგოგებს კვირაში ერთხელ სწრაფი ტესტი უტარდებათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203