გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
21-02-2018
გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში დღეს საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

მშობლიური ენის მასწავლებლებმა, ოლგა კურბატოვამ, კრისტინე ბიჩახჩიანმა და იულია გონჩაროვამ მოამზადეს საინფორმაციო სასწავლო პრეზენტაცია თემაზე: „მშობლიური ენის მნიშვნელობა“.

მოსწავლეებმა წაიკითხეს მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ლექსები, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წაუკითხეს რუსულ ხალხურ ზღაპრებზე შედგენილი გამოცანები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203