რას ნიშნავს ფუნქციური წერა და რა უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა სტატუსის ამაღლების გამოცდაზე?
06-02-2022

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველებმა გამოცდა პროფესიულ უნარებში უნდა ჩააბარონ. პედაგოგების ნაწილს სტატუსის ამაღლებისთვის  მზადება უკვე დაწყებული აქვს. საგამოცდო ლიტერატურა საკმაოდ ვრცელი და შრომატევადია. გარდა თეორიული მასალის დამუშავებისა, მასწავლებლები წერითი დავალებისთვისაც უნდა მოემზადონ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია აღნიშნული, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის  დავალება, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფუნქციური წერა. 

რას ნიშნავს ფუნქციური წერა და რა უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა წერით დავალებაში მაღალი ქულის მისაღებად?

ფუნქციურ წერაში საქმიანი წერილი იგულისხმება. წერითი დავალების დროს მასწავლებლებს განცხადების, დახასიათების, რეკომენდაციის ან საქმიანი, დასაბუთებული წერილის დაწერა მოუწევთ. ასეთი ტიპის დავალებაში მნიშვნელობა ენიჭება, თუ რამდენად სწორად ჩამოაყალიბებს აპლიკანტი სათქმელს, რამდენად გასაგები და მკაფიო იქნება მსჯელობა და დასაბუთება.

ფუნქციური წერისას გაითვალისწინეთ, რომ პირველ რიგში, განსახილველი საკითხი უნდა წარმოაჩინოთ მკაფიოდ, შემდეგ კი დაასაბუთოთ. რაც უფრო სხარტი და ორიგინალური იქნება არგუმენტი, მით მეტად გაქვთ შანსი, რომ უმაღლესი ქულა მიიღოთ. გარდა ამისა, წერითი დავალების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის აგებას და გამართულად წერას, პუნქტუაციას, აბზაცების სწორად გამოყოფას და რა თქმა უნდა, არ უნდა დაუშვათ გრამატიკული შეცდომები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203