დღეს, 17 იანვარს, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა საქართველოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონი საკმაოდ მძიმეა, მთვრობამ არდადეგების გახანგრძლივების ან სრულად ონლაინ-სწავლების გადაწყვეტილება არ მიიღო.
თუმცა, ყველა მშობელმა მიიღო გაფრთხილება, მინიმალური სიმპტომების შემთხვევაშიც კი ბავშვი სკოლაში არ უნდა გაუშვას.
როგორც ცნობილია, რეგულაციები არც მეორე სემესტრში შეცვლილა და საჭიროების მიხედვით კვლავ იმოქმედებს წერტილოვანი შეზღუდვები, მოსწავლეებს კი რჩებათ უფლება - არჩევანი ონლაინ-რეჟიმსა და დასწრებით სწავლებას შორის გააკეთონ. ყოველ ხუთშაბათს 18:00 საათამდე ისინი სწავლის ფორმატის არჩევას შეძლებენ.
იხილეთ ასევე:
განათლების სამინისტროს განახლებული რეკომენდაციები სკოლებისთვის - დეტალები
5 156-მა მოსწავლემ სკოლაში წასვლაზე უარი განაცხადა - დეტალები
„არ გავუშვათ ბავშვები სკოლაში თუ...“ - თამარ გაბუნიას განმარტება