„საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველო“ - თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
21-02-2018
თბილისის სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში" საინტერესო გაკვეთილი  ჩატარდა გეოგრაფიაში - ,,საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველო.“ გაკვეთილი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებში ჩატარდა, რომლის პედაგოგიც ეთერ ტივაძეა. 

მოსწავლეებმა შეძლეს განესაზღვრათ საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებში, მათ ჯგუფურად მუშაობის შემდეგ წარადგინეს პრეზენტაციები გაეროს, ევროკავშირის, წითელი ჯვრის და სხვა ორგანიზაციების შესახებ. ჩაატარეს კვლევა მოსახლეობაში და გააკეთეს სოციალური გამოკითხვების შედეგების ანალიზი. გამართეს დისკუსია საქართველოს საგარეო კურშის შესახებ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203