გამოცდაზე გასასვლელად 100 ლარი უნდა გადაიხადონ - რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა
17-01-2022

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვი8ს რეგისტრაციის ვადა 21 იანვრამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აპლიკანტებს შესაბამისი განცხადების შევსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში, ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შეეძლებათ. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge.   

განაცხადის ფორმა

დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც განაცხადს უნდა ერთვოდეს:

გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.  

გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ  მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 21 იანვრის 18:00 საათამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება. 

გამოცდაში მონაწილე ვალდებულია რეგისტრაციის პროცესში მიუთითოს იმ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები  და სხვ.), რომელიც ცენტრის მხრიდან მოითხოვს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს-პირობების შექმნას. ამისათვის მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 21 იანვრის 18:00 საათამდე. თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი   სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას არ გაითვალისწინებს აპლიკანტის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა  აღნიშნული საჭიროება აპლიკანტს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვება. 

ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.

ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები

წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან:

წაკითხულის გააზრება - 7 დავალება;
ლოგიკური მსჯელობა - 7 დავალება;
რაოდენობრივი მსჯელობა - 7 დავალება.

გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებლად გექნებათ 15 დავალება.

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. 

საბანკო რეკვიზიტები:

სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი;   

საიდენტიფიკაციო კოდი: 202198727;                                                                                                          

სახელმწიფო ხაზინა,  კოდი:  TRESGE22; BAGAG                                                                    

სახაზინო კოდი:  707627112;   

დანიშნულება: ზოგადი უნარების გამოცდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203