ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სკოლებში დასაქმებული 1193 პირიდან 844 არის სრულად ვაქცინირებულია. უწყების განცხადებით 17 იანვრის მონაცემებით ორჯერადად აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 658-ია.
„რესურსცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას სკოლებში მიმდინარე ვაქცინაციის შესახებ. 1193 დასაქმებულიდან, აცრილია 868 პირი; აცრილი თანამშრომლებიდან 844 პირი აცრილია ორი დოზით, ხოლო 24 ერთი დოზით; აცრილია 670 მასწავლებელი აქედან, 658 ორი დოზით და 12 ერთი დოზით. სრულად აუცრელია 325 დასაქმებული“, - აღნიშნულია რესურსტენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ „რესურსცენტრები, სამინისტროს დავალებით, სკოლებს ყოველდღიურად გააკონტროლებენ“