პედაგოგებისთვის სტატუსის ამაღლების გამოცდა ზაფხულში ჩატარდება. მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები, ტრადიციულად, ივლისში ტარდება ხოლმე. იქამდე კი დაახლოებით 25 კვირა დარჩა ანუ 175 დღე.
საგამოცდო ლიტერატურა, რომელიც გამოცდაზე გასვლის მსურველმა უნდა დაამუშავოს, საკმაოდ ვრცელია. მასწავლებლებს გამოცდამდე არანაკლებ 5000 გვერდის წაკითხვა მოუწევთ. პედაგოგებმა თეორიული მასალიდან დღეში 30 გვერდი რომ წაიკითხონ, საგამოცდო ლიტერატურას სრულად გაეცნობიან, თუცა მეორე საკითხია - რამდენად დაიმახსოვრებს ადამიანი ერთი წაკითხვით ასეთი მოცულობის მასალას.
წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოპოვებისთვის დაანონსებულმა გამოცდამ პედაგოგებს, ნაცვლად მოტივაციის ამაღლებისა, გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა. ისინი აღნიშნავენ, რომ ლიტერატურა ვრცელია და არასაჭირო. მასწავლებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ დირექტორის ეთიკის კოდექსისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხების ცოდნა მათ არ სჭირდებათ, აღნიშნული თეორიული მასალით კი საგამოცდო პროგრამა გართულებულია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, გარდა ლიტერატურისა, საგამოცდო პროგრამა და ტესტში გამოყენებული დავალების ტიპებიც გამოაქვეყნა, რომელიც, ერთი შეხედვით, რთული სულაც არ ჩანს, თუმცა ლიტერატურის ვრცელმა ჩამონათვალმა მასწავლებლები ისე ააღელვა, რომ აღნიშნულისთვის ყურადღება არც მიუქცევიათ. კერძოდ, საგამოცდო ტესტი სხვადასხვა ტიპის დავალებისგან შედგება:
საგამოცდო პროგრამა 4 ძირითად საკითხს მოიაზრებს, რომლის თანახმადაც, მასწავლებელს უნდა შეეძლოს:
ყოველივე ჩამოთვლილიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლებს საგამოცდო ტესტზე მუშაობა არ უნდა გაუჭირდეთ, თუ თავიანთ პრაქტიკულ ცოდნას გამოიყენებენ, მათ აღნიშნულ საკითხებზე უამრავი ტრენინგი აქვთ გავლილი და ყველაფერი „კარგად დავიწყებული ძველია“. მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ლიტერატურა საკმაოდ ვრცელია, პედაგოგების უმრავლესობას თეორიული ნაწილი უკვე დამუშავებული აქვს.