ბულინგი, ძალადობა, დისკრიმინაცია და გზაზე უსაფრთხო მოძრაობა, ხანძარი, ქარიშხალი, მიწისძვრა - ეს ის თემებია, რომლებიც ვალის N2 საჯარო სკოლაში უსაფრთხოების გაკვეთილების ჭრილში განიხილეს. უსაფრთხოების 10 გაკვეთილიდან სკოლაში 9 უკვე ჩატარდა.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნული პროგრამისა და სადამრიგებლო საათის ფარგლებში წარმატებით გაიარეს თემები.
გაკვეთილები მოსწავლეებს დაეხმარება, რომ ისწავლონ როგორ გახდნენ კანონმორჩილი მოქალაქეები, დაიცვან საკუთარი უფლებები და უსაფრთხოება. ისინი გაეცნობიან სამოქალაქო უსაფრთხოების საფუძვლებს, რომელთა ცოდნაც კრიზისულ სიტუაციაში/ვითარებაში გადაარჩენს მათ.
სკოლა მადლობას უხდის ელისო ლომიძესა და მერაბ აბრამიშვილს აქტუალური და სიანტერესო გაკვეთილების ჩატარებისთვის.