მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს - რეგისტრაცია 1 თებერვლამდე შეგიძლიათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით ინგლისური ენის მასწავლებლებს წელსაც ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ პროექტში „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება - საქართველო“.
პროექტში მონაწილეობა საქართველოს საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგებს შეუძლიათ. ამისთვის მასწავლებლები უნდა გაეცნონ ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტაციას და დროულად შეავსონ იქვე გამოქვეყნებული ელექტრონული განაცხადის ფორმა. განაცხადების შემოტანა 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის სახლი ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად პროექტის მონაწილეებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების პლატფორმის მეშვეობით, 2021 წლის ოქტომბრიდან სთავაზობს. კერძოდ, პლატფორმა ინგლისური ენის პედაგოგებს აძლევს საშუალებას, ჩაერთონ ონლაინ ფორუმში, სადაც ისინი მონაწილეობენ პროფესიულ დისკუსიებსა და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაში. ამასთან, მასწავლებლები ერთმანეთს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების კუთხით ახალ იდეებს, მიდგომებსა და საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებენ.
აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე პროექტში „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება (Future English Online Teacher Community)“ მთელი საქართველოს მასშტაბით 1500-მდე პედაგოგი იყო ჩართული.
დეტალური ინფრომაციისა და რეგისტრაციისთვის გადადით
ბმულზე